en True 1

en

ar True 2

ar

ru True 3

ru

mk True 4

mk

sq True 6

sq

ge True 7

ge

de True 8

de

ba True 9

ba

fr True 10

fr TR

გადმოგირეკავთ

გადმოგირეკავთ

×
✓ Valid
logo logo 995 595 03 67 51
დაგვიკავშირდით
Ჩვენს შესახებ
სამედიცინო განყოფილებები
საავადმყოფოები
ექიმები
ჯანმრთელობის ბლოგი
დაგვიკავშირდით
Ჩვენს შესახებ
სამედიცინო განყოფილებები
ექიმები
საავადმყოფოები
მკურნალობის მეთოდები
ჯანმრთელობის ბლოგი
phone 995 595 03 67 51

en True 1

English

ar True 2

Arabic

ru True 3

Russian

mk True 4

Makedonca

sq True 6

Arnavutça

ge True 7

Gürcüce_

de True 8

Almanca

ba True 9

Boşnakça

fr True 10

Fransızca

Türkçe

  • მთავარი გვერდი
  • იურიდიული ტექსტები
  • ვებსაიტით სარგებლობის პირობები

ვებსაიტით სარგებლობის პირობები

Medicana Health Group-ის ვებგვერდის გამოყენების პირობები

ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენს ვებგვერდს სტუმრობს ან ცდილობს ისარგებლოს აღნიშნულ ვებგვერდზე შემოთავაზებული სერვისებით, თანახმაა მიიღოს ყველა დებულება და პირობა, რომელიც მოცემულია წინამდებარე "გამოყენების პირობებში". Medicana Health Group Hospitals-ში დარეგისტრირებით ან მოწოდებული მომსახურებით სარგებლობის მოთხოვნით, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ წინამდებარე "გამოყენების პირობების" დებულებები და პირობები, ისევე როგორც Medicana Health Group-ის "კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის" მოთხოვნები, რომელიც წინამდებარე ტექსტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ასევე გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ ინსტრუქციებს.

Medicana Health Group იტოვებს უფლებას შეიტანოს ნებისმიერი აუცილებელი ცვლილება წინამდებარე „გამოყენების პირობებში“, „კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაში“ და აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებულ სხვა ინსტრუქციებში. ცვლილებები ძალაში შევა და სავალდებულო იქნება აღნიშნულ ვებგვერდზე მათი გამოქვეყნების მომენტიდან. თქვენ ხართ პასუხისმგებელი განახლებებისა და ცვლილებების თვალყურის დევნებაზე და Medicana Health Group არ არის ვალდებული შეგატყობინოთ განხორციელებული ცვლილებების შესახებ. Medicana Health Group-ის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ვებგვერდზე განხორციელებულ ყველა ცვლილებას.

Medicana Health Group-ის ვებგვერდზე განთავსებულ ბმულებს გადაყავხართ ვებგვერდიდან სხვა გვერდზე და Medicana არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული გვერდების სიზუსტესა და ფუნქციონირებაზე. აღნიშნული ბმულები უზრუნველყოფილია კეთილსინდისიერად და Medicana არ არის პასუხისმგებელი რაიმე შემდგომ ცვლილებებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს დაკავშირებულ ვებგვერდებზე გადასვლით. Medicana Health Group ან მისი შვილობილი კომპანიები ან ნებისმიერი სხვა მესამე მხარე, რომელიც მონაწილეობს აღნიშნული ვებგვერდის შექმნაში, წარმოებაში ან გადაცემაში, არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირდაპირი, არაპირდაპირი ან სადამსჯელო ზარალზე, დანაკარგზე, ზიანზე ან პასუხისმგებლობაზე, რომელიც წარმოიქმნება აღნიშნულ ვებგვერდებზე წვდომით ან გამოყენებით.


ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო უფლებების განხორციელების უფლებამოსილება, შეუძლია ისარგებლოს Medicana Health Group-ის მომსახურებით. 18 წლამდე ასაკის პირებს, არასრულწლოვანებს, უნაშეზღუდულ პირებს და მათ, ვისაც არ გააჩნიათ გამჭრიახობის უნარი, შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვის ზედამხედველობით მოახდინონ ვებგვერდზე შესვლა.

ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება აღნიშნულ ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ სათაური, სავაჭრო სახელი, სავაჭრო ნიშანი, პატენტი, ლოგო, დიზაინი, ინფორმაცია და მეთოდი, მიუხედავად იმისა რეგისტრირებულია თუ არ არის რეგისტრირებული, ეკუთვნის Medicana Health Group-ს ან მითითებულ შესაბამის მხარეს და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. აღნიშნული ვებგვერდის მონახულება ან მისი სერვისების გამოყენება არ განიჭებთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. აღნიშნულ ვებგვერდზე შესვლით ან მისი სერვისების გამოყენებით თქვენ არ არღვევთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ყველა თქვენი იდეა და წინადადება ჩვენი ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. Medicana Health Group მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინადადებები წარმოდგენილია გამოსაყენებლად და მათი მიღებით არავითარი უფლება არ შეიძლება მოითხოვოს იდეის ან წინადადების წარმდგენმა პირმა.

პასუხისმგებლობა მომხმარებლის ნომრით და პაროლით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე ეკუთვნის ამავე მომხმარებელს. მომხმარებლის ნომრები და პაროლები უნდა იყოს კონფიდენციალური და მათი მესამე პირებისათვის გადაცემა დაუშვებელია. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მომხმარებლის ნომრისა და პაროლის შეცვლა.

ჩვენი ვებგვერდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კანონიერად და კანონების დაცვით. ამ საიტის გამოყენებით თქვენ იღებთ ვალდებულებას იმოქმედოთ კანონის შესაბამისად. ისეთი ქმედებები, როგორიცაა ცრუ განცხადებების გაკეთება უსამართლო უპირატესობების მოსაპოვებლად, არსებული ზიანის ჩვენების მცდელობა, თითქოს მოგვიანებით დადგა ზარალი მათი დამალვით, ყალბი სახელების და საკრედიტო ბარათების გამოყენებით და მსგავსი ქმედებებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. Medicana Health Group უფლებამოსილია მიიღოს ზომები აღნიშნული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ვებგვერდზე წვდომის დაბლოკვა ან საჩივრების შეტანა. Medicana Health Group-ს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს მოთხოვნილი სერვისი. მხარეებს შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, რაც იმ შეღავათებს უკავშირდება, რომელსაც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით იღებთ ვრცელდება თურქეთის კანონი და იურისდიქცია. აქედან გამომდინარე საქმე გადაეცემა სტამბოლის (ცენტრალურ) სასამართლოებსა და სააღსრულებო ოფისებს.

საავტორო უფლებები

საავტორო უფლებები ეკუთვნის Medicana Health Group-ს. ყველა უფლება დაცულია. აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი, სურათები, ხმა, ანიმაციები, ვიდეო ფაილები და დიზაინები დაცულია საავტორო უფლებებით №5846 კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. რომელიმე ელემენტის კოპირება, კომერციული მიზნებისთვის გამოყენება ან სხვა ვებგვერდზე განთავსება დაუშვებელია.

  • მთავარი გვერდი
  • Ჩვენს შესახებ
  • საავადმყოფოები
  • მკურნალობის მეთოდები
  • სამედიცინო განყოფილებები
  • ჯანმრთელობის ბლოგი
  • ექიმები
  • ჩვენს შესახებ
  • მისია/ მისწრაფება
  • ინვესტიციები
  • ხარისხის მართვის პოლიტიკა
  • მმართველი გუნდი
  • კორპორატიული ბრენდი
  • ადამიანური რესურსები
  • კონტრაქტის მქონე კორპორაციები
  • პაციენტის გზამკვლევი
  • პაციენტის ისტორიები
  • დაგვიკავშირდით
იყავით განახლებული ჩვენი მიყოლებით

სოციალური მედიის ანგარიშები.

Instagram

medicanahealthgroup.ge

YouTube

medicanahealthgroup

LinkedIn

medicanasaglik

Facebook

medicana.healthgroup.georgia

მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი

[email protected]

ქუჩუქბაქალქოი, ალიანს თაუერი, ქაიშდაის გამზ. #1

აირჩიეთ მდებარეობა

ვებსაიტით სარგებლობის პირობები ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკა
მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია(GDPR) ქუქი პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო
კომერციული ელექტრონული შეტყობინების ნებართვა ინფორმაცია კანდიდატების პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით
995 595 03 67 51

Copyright © 2024 Medicana Health Group

ჩამოტვირთეთ