en True 1

en

ar True 2

ar

ru True 3

ru

mk True 4

mk

sq True 6

sq

ge True 7

ge

de True 8

de

ba True 9

ba

fr True 10

fr TR

გადმოგირეკავთ

გადმოგირეკავთ

×
✓ Valid
logo logo 995 595 03 67 51
დაგვიკავშირდით
Ჩვენს შესახებ
სამედიცინო განყოფილებები
საავადმყოფოები
ექიმები
ჯანმრთელობის ბლოგი
დაგვიკავშირდით
Ჩვენს შესახებ
სამედიცინო განყოფილებები
ექიმები
საავადმყოფოები
მკურნალობის მეთოდები
ჯანმრთელობის ბლოგი
phone 995 595 03 67 51

en True 1

English

ar True 2

Arabic

ru True 3

Russian

mk True 4

Makedonca

sq True 6

Arnavutça

ge True 7

Gürcüce_

de True 8

Almanca

ba True 9

Boşnakça

fr True 10

Fransızca

Türkçe

  • მთავარი გვერდი
  • იურიდიული ტექსტები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

MEDICANA HEALTH GROUP-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოქმედების ვადა: […./01/2017]
როგორც Medicana Healthcare Group და მისი შვილობილი კომპანიები ("Medicana", "ჩვენ", "ჩვენი"), ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კონფიდენციალურობის დაცვის მნიშვნელობას და ვცდილობთ ვიყოთ გამჭვირვალე იმის შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამჟღავნებთ, გადავცემთ და ვინახავთ თქვენს ინფორმაციას. აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა უზრუნველყოფს ზოგად ჩარჩოს ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენს სამოქმედო პრაქტიკას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ჩვენს ვებგვერდზე, ონლაინ ტრანზაქციებზე, Medicad-ის აპლიკაციასა და Medicana-ს საავადმყოფოებში მიღებულ მომსახურებებზე (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც "ჩვენი სერვისები").
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დროდადრო შევცვალოთ აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა აისახოს ცვლილებები კანონებსა და რეგულაციებში, ინდუსტრიის პრაქტიკაში და ტექნოლოგიურ განვითარებაში, სხვა მიზეზებთან ერთად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ჩვენს ვებგვერდზე, თქვენს ონლაინ ტრანზაქციებზე და თქვენს ურთიერთობაზე ჩვენს საავადმყოფოებთან, რომლებიც შედის წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა მოქმედებს მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ჩვენს სერვისებზე წვდომა კომპიუტერის, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის, ტელევიზორის ან სხვა მოწყობილობის გამოყენებით, ფიზიკურად შედიხართ თუ არა ჩვენს შენობაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას ყოველ ჯერზე, როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისებს, რადგან ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაში ასახულ პრაქტიკაში გამოყენებულ საშუალებებს.
ასევე აუცილებელია რეგულარულად შეამოწმოთ განახლებულია თუ არა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის განახლების შემთხვევაში, ჩვენ გატყობინებთ ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებას შესახებ შესაბამის სერვისებში შეტყობინების დამატებით. ჩვენს სერვისებზე წვდომით ან გამოყენებით აღნიშნული შეტყობინების დამატების შემდეგ, თქვენ ეთანხმებით განახლებაში ასახულ ახალ პრაქტიკულ საშუალებებს. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის უახლესი ვერსია ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ „ძალაში შესვლის თარიღი“ ვებგვერდის ზედა მხარეს, რათა გაარკვიოთ, თუ როდის განახლდა კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?

ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით.

ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ პირდაპირ მოგვაწოდოთ ინფორმაცია. Მაგალითად:

  • ჯანდაცვის სერვისები, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენს საავადმყოფოებში, მომხმარებელს ავალდებულებს მოგვაწოდოს პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სხვა. მაგალითად, დავუშვათ, რომ თქვენ მიმართავთ გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას ჩვენს საავადმყოფოებში, აღნიშნულ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ მოგვაწოდოთ თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რათა ჩვენ გაგიწიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება.
  • ჩვენ უფლებამოსილნი ვართ მოვითხოვოთ თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რათა ჩაგინიშნოთ ვიზიტი ჩვენს ვებგვერდზე ონლაინ ტრანზაქციების განყოფილების მეშვეობით.
  • ჩვენ უფლებამოსილნი ვართ მოვითხოვოთ თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რათა ისარგებლოთ ჩვენი სამედიცინო ბარათის (Medicard) მომსახურებით.
  • ჩვენ უფლებამოსილნი ვართ მოვითხოვოთ თქვენი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება და განათლების შესახებ არსებული ინფორმაცია, იმისათვის, რომ სამუშაოს ძიების შემთხვევაში განაცხადი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შეავსეთ მოხვდეს HR განყოფილებაში ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ მიღებული Medicana-ს სხვა საავადმყოფოების მომსახურებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია:
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია — თქვენი ვინაობის დამადასტურებელი სრული ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, ეროვნული პირადი ნომერი და სხვა.
ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ — ინფორმაცია ყველა იმ ჩატარებული მკურნალობის შესახებ, რომელიც მიგიღიათ ჩვენს საავადმყოფოებში,
ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ საკონტაქტო ინფორმაცია — ელფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება თქვენთან დასაკავშირებლად.

ინფორმაცია მიღებული მესამე მხარის წყაროებიდან

ჩვენ შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ საჯაროდ და კომერციულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან კანონით ნებადართული ზომით და გავაერთიანოთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენს შესახებ ჩვენ მიერ შეგროვებულ სხვა ინფორმაციასთან. გარდა ამისა, როგორც ჩვენი მომსახურების მიწოდების ნაწილი, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი ოჯახის წევრებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ მესამე მხარეებს აღნიშნულ შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

სხვა ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ

გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მომსახურების გამოყენების შესახებ თქვენი თანხმობით, შეგროვების პროცესში ან სხვა მეთოდების გამოყენებით.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიწოდება (როგორიცაა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაცია), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინფორმაციის არ მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სერვისების გამოყენების ან მათი სრულად გამოყენების უპირატესობის შეზღუდვა.

ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია

ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ კონკრეტულ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს ან პროდუქტებს. აღნიშნული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთი ან ყველა შემდეგი ტიპის ინფორმაციას:

  • თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის ("IP") მისამართი;
  • მომხმარებლის და ანგარიშის სახელები და დაკავშირებული მონაცემები;
  • ტელეფონის ნომერი;
  • SIM (აბონენტის იდენტიფიკაციის მოდული) ბარათის ნომერი;
  • მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრები, როგორიცაა კომპიუტერის იდენტიფიკაცია, IMEI და/ან MEID;
  • გეოგრაფიული მდებარეობა GPS/Wi-Fi/საკომუნიკაციო ქსელის ლოკალური ინფორმაციის საფუძველზე.
    გარდა სიტუაციებისა, როდესაც ჩვენ გვჭირდება მონაცემთა საიდენტიფიკაციო მახასიათებლების დაცვა, ჩვენ ვაგროვებთ ანონიმურ მონაცემებს და ვინახავთ ისე, რომ თქვენი იდენტიფიცირება არ მოხდეს. მაგალითად, როდესაც ვინახავთ თქვენს IP მისამართს, ჩვენ ვახდენთ მის ანონიმიზაციას ციფრების ბოლო ერთეულების დაფარვით (მაგ., ნომრის შეცვლა 192.168.1.1-დან 192.168.1.XXX-მდე).

როგორ ვაგროვებთ თქვენს ინფორმაციას?

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს ინფორმაციას სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ჩვენი ვებგვერდის, Medicad სერვისის, ონლაინ ტრანზაქციების, ჩვენს ვებგვერდზე და სამუშაოს განაცხადის სერვისების მეშვეობით, რომლებიც მოწოდებულია ჩვენი HR დეპარტამენტის მეშვეობით. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება მოვიძიოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენი სატელეფონო ცენტრის მომსახურების მეშვეობით ან ჩვენს საავადმყოფოებში წარმოდგენილი ფიზიკური აპლიკაციებით. აღნიშნული მეთოდები შეიძლება მოიცავდეს თქვენი ინფორმაციის სიტყვიერ, წერილობით ან ელექტრონულ შეგროვებას/p>

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

  • საშუალებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ სერვისზე;
  • სერვისის მიწოდება, რომელიც თქვენ მოითხოვეთ;
  • თქვენთვის პერსონალიზებული სერვისების მიწოდება ჩვენს სერვისებზე თქვენი წარსული აქტივობების საფუძველზე
  • სარეკლამო აქტივობების წარმართვა, როგორიცაა პერსონალიზებული რეკლამის მიწოდება სპონსორობის კონტენტით და თქვენთვის სარეკლამო კომუნიკაციების გაგზავნა;
  • ჩვენი ბაზრის, მომხმარებლების, პროდუქტებისა და სერვისების შეფასება და ანალიზი (მათ შორის, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ თქვენი აზრის დაფიქსირებისა და მომხმარებელთა გამოკითხვების ჩატარება);
  • ჩვენი სერვისების გაუმჯობესება და ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება ჩვენი სერვისების გამოყენების გაცნობით;
  • უფასო საპრიზო გათამაშების, საპრიზო კონკურსების ან აქციების ჩატარება კანონით დაშვებულ ფარგლებში;
  • ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას სხვა მიზნებისთვის თქვენი თანხმობით.
    ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან, კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისი მიზნებისთვის.

ვისთან ვამჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას?

ჩვენ არ გავუმჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას მესამე მხარეებს საკუთარი დამოუკიდებელი მარკეტინგის ან ბიზნეს მიზნებისთვის თქვენი თანხმობის გარეშე. თუმცა, ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ ინფორმაცია შესახებ შემდეგ ორგანიზაციებს:
ფილიალები: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია თქვენს შესახებ Medicana Healthcare Group-ის სხვა ფილიალებს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

სერვისის პროვაიდერები: ჩვენ შეიძლება ასევე გავუმჟღავნოთინფორმაცია თქვენს შესახებ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სერვისებს ჩვენი სახელით, როგორიცაა კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან ბილინგის განხორციელებაში ან აგზავნიან ელ.წერილს ჩვენი სახელით. აღნიშნული ორგანიზაციები გამოიყენებენ თქვენს ინფორმაციას მხოლოდ ჩვენთვის სერვისების მოსაწოდებლად.

ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენი პირველი რიგის ნათესავებს, რათა მათ ვაცნობოთ შესაბამისი ჯანდაცვის კანონმდებლობა.

სხვა მხარეები, როდესაც კანონის დაცვით ხდება მოთხოვნა ან საჭიროა ჩვენი სერვისების დაცვა. შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც ჩვენ ვუმხელთ თქვენს ინფორმაციას სხვა მხარეებს შემდეგი მიზეზების გამო:

  • კანონების დაცვა ან სავალდებულო იურიდიულ შეტყობინებებზე რეაგირება (როგორიცაა ჩხრეკის ორდერი ან სასამართლოს ბრძანება);
  • იმ პოლიტიკის ვალიდაციის, ან ამოქმედებისათვის, რომელიც არეგულირებს ჩვენს სერვისებს და
  • Medicana Health Group-ის ან მასთან დაკავშირებული ფილიალების, ბიზნესპარტნიორების ან მომხმარებლების უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად.
    კორპორაციულ გარიგებებთან დაკავშირებული სხვა მხარეები. ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მესამე მხარეს, როგორც შერწყმის ან შესყიდვის ტრანზაქციის ნაწილი ან გაკოტრების შემთხვევაში.

სხვა მხარეები თქვენი თანხმობით ან თქვენი მოთხოვნით. აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი ინფორმაციასთან ერთად ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მესამე მხარეებს თქვენი თანხმობით ან თქვენი მოთხოვნით.

როგორ ვუზრუნველვყოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას?

უზრუნველვყოფთ გარანტიას მასზედ, რომ არ დაირღვევა მონაცემთა მთლიანობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი მომხმარებლებისთვის მოწოდებული სერვისების მხარდასაჭერად და გამართულობისთვის, მათი დაარქივებისთვის კანონის მოთხოვნების შესაბამისად და მათი მესამე პირებთან გაზიარების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

  • იდენტიფიცირებულია საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურა,
  • გამოყოფილია რესურსები საჭირო პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად,
  • მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის ზომები ჩვენს პერსონალს ეცნობა ტრენინგ-პროგრამით და მათი პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია სამუშაო ხელშეკრულებებში.
  • იდენტიფიცირებულია საჭირო ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებელ მხარეებს დაევალათ ყველა მონაცემის სარეზერვო ასლის შექმნა,
  • ჩვენი საავადმყოფოს საინფორმაციო სისტემაში ყველა ოპერაციაზე წვდომა (წაკითხვა, შეცვლა, წაშლა, დამატება) შეზღუდულია.
  • პაციენტის ფაილები და ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ პაციენტებს, მათ უფლებამოსილ ნათესავებს, რომლებმაც მიიღეს წერილობითი თანხმობა, შესაბამის საჯარო დაწესებულებებს და ორგანიზაციებს ჯანდაცვის კანონმდებლობით და უფლებამოსილ სასამართლო ორგანოებს სამართლებრივი საქმის წარმოების შემთხვევაში.

ჩვენი საავადმყოფოსთვის ინფორმაციის უსაფრთხოების სამი ფუნდამენტური პრინციპია კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა ავტორიზებული პერსონალისთვის.
ვინ აკონტროლებს თქვენს მონაცემებს?
ჩვენ განვსაზღვრეთ „მონაცემთა კონტროლერი“ Medicana ჯგუფის თითოეული კომპანიისთვის, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ No6698 კანონის ფარგლებში.

  1. Medicana Dental Hospital Inc.
  2. Işıl Health Services Inc.
  3. Samsun Medicana Private Health Services Inc.
  4. Kuzmed Sağlık Hizmetleri A.Ş.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნული პირები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც „მონაცემთა კონტროლერები“, აგროვებენ თქვენს ინფორმაციას კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის ფარგლებში და როგორც „მონაცემთა კონტროლერები“ ექვემდებარებიან No. 6698 კანონით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს.
მონაცემთა შენახვა

ჩვენ ვატარებთ გონივრულ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენს შესახებ ინფორმაცია ინახებოდეს მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მონაცემთა შესაკრებად ან მოქმედი კანონმდებლობის ან შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად.

რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით?

რაც შეეხება თქვენს მონაცემებს, რომლებიც დამუშავებულია Medicana Healthcare Group-ის ფარგლებში:

  • შეგიძლიათ გაიგოთ, მუშავდება თუ არა თქვენი მონაცემები,
  • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები,
  • გაიგეთ მონაცემთა დამუშავების მიზანი და სათანადოდ გამოიყენება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები აღნიშნული მიზნით,
  • თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ ვინ არიან მესამე მხარეები, რომლებიც გადასცემენ თქვენს მონაცემებს ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ და რომელი მონაცემების გადაცემა ხდება.
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერი არასრული ან არაზუსტი მონაცემების შესწორება,
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი მონაცემების დამუშავების მიზეზები აღარ არსებობს ან თუ თქვენი მონაცემები მოძველებულია, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დამუშავებული მონაცემების წაშლა ან განადგურება,
  • თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მოთხოვნები თქვენი მონაცემების შესწორების ან წაშლის შესახებ და შეატყობინოთ ნებისმიერ მესამე მხარეს, რომელსაც გადაეცა თქვენი მონაცემები.
    რა პრინციპებს ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას?
    თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, Medicana იცავს შემდეგ პრინციპებს:
  • მონაცემთა დამუშავება კანონის და პატიოსნების პრინციპების დაცვით;
  • მონაცემთა დამუშავების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • დამუშავების კონკრეტული სფეროს განსაზღვრა,
  • ლეგიტიმური მიზნებისთვის დამუშავება,
  • დამუშავება იმ მიზნით, რისთვისაც მოხდა მონაცემების შეგროვება ან ხელახალი დამუშავება შეზღუდული და პროპორციული წესით,
  • მონაცემების განახლების უზრუნველყოფა,
  • მონაცემების შენახვა მანამ, სანამ ეს აუცილებელია იმ მიზნისთვის, რისთვისაც მოხდა მათი დამუშავება.

მესამე მხარის ბმულები და პროდუქტები ჩვენს სერვისებში.

ჩვენი სერვისები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებზე და სერვისებზე, რომლებიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცდება. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი აღნიშნული ვებგვერდების ან სერვისების მიერ შეგროვებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ან კონფიდენციალურობაზე. გთხოვთ, ყურადღებით გადახედოთ მოქმედი კონფიდენციალურობის შესახებ მინიშნებებს ნებისმიერი მესამე მხარის ვებგვერდზე ან სერვისებზე, რომლებსაც იყენებთ.

თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი

At Medicana Health Group, we are concerned about the privacy and safety of minors on the Internet. Medicana Health Group გამოხატავს შეშფოთებას ინტერნეტში არსებულ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხით არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. ჩვენი ვებგვერდი არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანთათვის, ის განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი საზოგადოებისთვის.

  • მთავარი გვერდი
  • Ჩვენს შესახებ
  • საავადმყოფოები
  • მკურნალობის მეთოდები
  • სამედიცინო განყოფილებები
  • ჯანმრთელობის ბლოგი
  • ექიმები
  • ჩვენს შესახებ
  • მისია/ მისწრაფება
  • ინვესტიციები
  • ხარისხის მართვის პოლიტიკა
  • მმართველი გუნდი
  • კორპორატიული ბრენდი
  • ადამიანური რესურსები
  • კონტრაქტის მქონე კორპორაციები
  • პაციენტის გზამკვლევი
  • პაციენტის ისტორიები
  • დაგვიკავშირდით
იყავით განახლებული ჩვენი მიყოლებით

სოციალური მედიის ანგარიშები.

Instagram

medicanahealthgroup.ge

YouTube

medicanahealthgroup

LinkedIn

medicanasaglik

Facebook

medicana.healthgroup.georgia

მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფი

[email protected]

ქუჩუქბაქალქოი, ალიანს თაუერი, ქაიშდაის გამზ. #1

აირჩიეთ მდებარეობა

ვებსაიტით სარგებლობის პირობები ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკა
მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია(GDPR) ქუქი პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა მედიკანას ვებ და სარედაქციო საბჭო
კომერციული ელექტრონული შეტყობინების ნებართვა ინფორმაცია კანდიდატების პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით
995 595 03 67 51

Copyright © 2024 Medicana Health Group

ჩამოტვირთეთ